კახეტის გეოგრაფია
კახეთის რეგიონი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი რუსეთისგან გამოყოფილია კავკასიონის მაღალი ქედით. რეგიონის შუაგულში, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მდებარეობს გაცილებით დაბალი გომბორის ქედი. ამ ქედებს შორის მოთვასებულია ალაზნის ველი, რომელზეც მოედინება რეგიონის ორი მთავარი მდინარიდან ერთ-ერთი, ალაზანი.
 
გომბორის ქედის სამხრეთით მიედინება რეგიონის მეორე მთვარი მდინარე, იორი, რომელიც ასევე თითქმის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და ქმნის ივრის დაბლობს. ეს ორი ქედი, ორი მდინარე და ორი ველი განაპირობებს კახეთის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო წარმოების მახასიათებლებსა და პოტენციალს და განასხვავებს კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა რეგიონებისგან.
 
კახეთის ტყის მასივის დაახლოებით 85% ფოთლოვანია, სადაც სჭარბობს წიფელი, მუხა, რცხილა. ალაზნის ხეობის ზედა მონაკვეთში ასევე გვხვდება ნეკერჩხალი, ვერხვი, მურყანი, წაბლი და ურთხმელი. საზოგადოდ, ტყეები გვხვდება ზღვის დონიდან 500-2000 მეტრის სიმაღლეზე, რის შემდეგაც იწყება ალპური ზონა.

კახეთში ტენიან სუბტროპიკულსა და კონტინენტურს შორის გარდამავალი ჰავაა. რეგიონის კლიმატი განიცდის როგორც მშრალი შუააზიური, კასპიის ზღვის მშრალი ჰაერის მასების, ასევე დასავლეთიდან შავი ზღვის ტენიანი ჰაერის გავლენას. თუმცა, შავი ზღვიდან ტენიანი ჰაერის მასის შემოჭრას ხელს უშლის ლიხისა და მესხეთის ქედები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოსგან ჰყოფენ. ამის შედეგად, ნალექების წლიური რაოდენობა აღმოსავლეთში გაცილებით ნაკლებია (400-1 600 მმ), ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ყველაზე ნალექიანი პერიოდებია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო ყველაზე მშრალი პერიოდები კი შესაბამისად - ზამთარი და ზაფხული.
 
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით დაბლობ ზონებში, ზაფხული ცხელია, ხოლო ზამთარი სუსხიანი. სიმაღლე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე. 1500 მ-ზე მაღლა შედარებით გრილი ზაფხულია, ხოლო 2000 მეტრზე მაღლა კი ზოგჯერ ზაფხულის თვეებშიც კი იცის ყინვა.
 თელავი
თელავი - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. კახეთის მხარის და თელავი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.).

ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.

პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს (II ს.) "გეოგრაფიაში" "Teleda-ს" ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები.
XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა.
თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის პედაგოგიური უნივერსიტეტი, თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.
ყოველ წელს 7 ნოემბერს, ქ. თელავში ტარდება ტრადიციულ დღესასწაული "ერეკლეობა და თელავქალაქობა". თელავის რაიონში სულ 24 სოფელია.
ეკონომიკა
რაიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ხვედრითი წილით გამოირჩევა მრეწველობა და მათ შორის ღვინის ქარხნები. 42 სამრეწველო საწარმოდან 21 ღვინის ქარხანაა. მნიშვნელოვანი ტემპით გაიზარდა წარმოებული ღვინის მოცულობა 1999-2008 წლებში. 
თელავის მუნიციპალტეტი მდიდარია ნაყოფიერი ნიადაგებით, ხე-ტყის რესურსით, მარმარილოს, გოგირდოვანი წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყლის დებეტით, ჰიდროენერგეტიკული რესურსებით, ფიქალ-მარმარილოს საბადოებით, საძოვრებით და ტყის მასივებით. მარმარილოს საბადოები იძლევა ძვირფასი სამშენებლო მასალების წარმოების საშუალებას (თუმცა ამ მიმართულებით რესურსული პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოვლენილი და ათვისებული).
თელავის მუნიციპალიტეტში მიწის ფონდიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს ათას ჰა-ს. აქედან სახნავია 15771 ჰა. ერთწლიან ნარგავებს უკავია 13662 ჰა. მრავალწლიან ნარგავს უკავია 9221 ჰა. სათიბ-საძოვარია 209 ჰა. ხეხილი _ 1120 ჰა, ვენახი_ 8857 ჰა. ტყესა და ბუჩქნარს უკავია მთელი ტერიტორიის 50 %-ზე მეტი. სარწყავია 4,9 ათასი ჰა.
 
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-ტყის რესურსი წარმოდგენილია 48700 ჰა. ფართობზე, აქედან ბუჩქნარით დაფარულია 69 ჰა. ფართობი, დანარჩენი ტყის რესურსია, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობებით.თელავის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის ტერიტორიებზე არსებული მერქნული რესურსები უნიკალურია ავეჯის, პარკეტის და სხვა მასალების წარმოებისათვის.
 
ქ. თელავში მოქმედებს ხის გადასამუშავებელი საწარმოები, რომელსაც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნია და უშვებს მაღალხარისხოვან, კონკურენტუნარიან პარკეტს. ასევე მოქმედებს მცირე წარმადობის ხის გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც უშვებენ მარტივი ტიპის ავეჯს, თუმცა მუნიციპალიტეტიდან ხე-მასალა ნახევარფაბრიკატის ან მორის სახით უფრო გაედინებოდა, რითაც ზარალდებოდა მუნიციპალიტეტის ეკონომიკა.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდი იძლევა უდიდეს პოტენციალს რაციონალური გამოყენების პირობებში მოუტანოს საკმაოდ დიდი მოგება მუნიციპალიტეტის ეკონომიკას. მუნიციპალიტეტის ტყეებს გააჩნიათ აგრეთვე უდიდესი პოტენციალი სამონადირეო მეურნეობის განვითარების, კახური ღორის და ქართული ფუტკრის, სატბორე თევზის მოშენების თვალსაზრისით.
 
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ხშირი ქსელია. მთავარი მდინარეა ალაზანი. მისი მარცხენა შენაკადია: ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ბურსა, შოროხევი და სხვა მდინარეები. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის ნადნობი წყლებით.თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყალი.
 
წყლის რესურსებისა და ხარისხის მხრივ თელავის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პერსპექტიულია კახეთის მხარეში.
 
1. თელავის და ყვარლისა ადმინისტრაციულ საზღვარზე მდ. ლოპოტის (მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადი) ხეობაში თეთრი მარმარილოს მაღალი ხარისხის საბადოა. ამ მარმარილოთი მოპირკეთებულია მოსკოვის მეტროპოლიტენის რამოდენიმე სადგური და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. ინწობის ხეობა - სპილენძის საბადო;
3. გირგალი - სპილენძის, ტყვიის, თუთიის საბადო;
4. ქვათახევი - სპილენძის საბადო;
5. გონჯათხევი - სპილენძის საბადო;
6. სუფურა - სპილენძის საბადო;
7. ავანისხევი - სპილენძის საბადო;
8. ლოდუანი - სპილენძის, ტყვიის, თუთიის საბადო;
9. მწარე - დიკი - სპილენძის საბადო;
10. ადალასხევი - სპილენძის, ტყვიის, თუთიის საბადო;
11. შოროხევი-ღოლოიანი - სპილენძის საბადო;
12. კრეში - სპილენძის საბადო;
13. ს. თივი - მარმარილოს საბადო;
14. ს. საბუე - თიხა-ფიქალის საბადო;
15. ს. ზინობიანი - თიხის საბადო;
16. მდ. დურუჯის ხეობა - მდინარის მყარი ნატანი, რომლისაგანაც მიიღება უნუკალური სამშენებლო მასალები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ამ მხრივ მდ. დურუჯი იძლევა კოლოსალურ შესაძლებლობებს.
 
 
 
ტურიზმი
 
თელავის მუნიციპალიტეტის ულამაზესი ბუნება, უძველესი ისტორიული ძეგლები, რომლითაც მოფენილია მუნიციპალიტეის ტერიტორია იძლევა საშუალებას ტურიზმის მეურნეობის მაღალ დონეზე აყვანისთვის.
 
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოფენილია უძველესი ისტორიული ძეგლებით, მათ შორის მრავალი ისტორიული მნიშვნელობისაა.
 

 

rigiTi 
  #
Zeglis dasaxeleba
agebis TariRi
Zeglis mdebareoba
Zeglis daSoreba raionuli centridan
1.          
axali SuamTa. RvTismSoblis eklesia
XVI s. Sua xana
q. Telavidan 2,5 km. daSorebiT
2,5 km samanqane
2.         
axali SuamTa. samreklo
XVI s. Sua xana
q. Telavidan 2,5 km. daSorebiT
2,5 km samanqane
3.          
Zveli SuamTa. bazilika
V_VII ss.
q. Telavidan 7 km. daSorebiT
7 km samanqane
4.         
Zveli SuamTa. gumbaTovani taZari
V_VII ss.
q. Telavidan 7 km. daSorebiT
7 km samanqane
5.          
Zveli SuamTa. gumbaTovani eklesia
V_VII ss.
q. Telavidan 7 km. daSorebiT
7 km samanqane
6.         
iyalTos saeklesio arqiteqturuli kompleqsi
VI_XII ss.
q. Telavi, CrdiloeTiT, sof iyalTo
10 km. samanqane
7.         
iyalTos saeklesio arqiteqturuli kompleqsi. fericvalebis eklesia
VI_XII ss.
q. Telavi, CrdiloeTiT
10 km. samanqane
8.         
iyalTos saeklesio arqiteqturuli kompleqsi. akademia
VI_XII ss.
q. Telavi, CrdiloeTiT
10 km. samanqane
9.         
iyalTos saeklesio arqiteqturuli kompleqsi. sameba
VI_XII ss.
q. Telavi, CrdiloeTiT
10 km. samanqane
10.       
iyalTos sameklesiani bazilika
adre Suasaukuneebi
sof. iyalTo
9 km. samanqane
11.       
wm. Sios eklesia
XII_XIII ss.
sof. iyalTo
9 km. samanqane
12.       
"Sios marani", sasaxle
XVIII_XIX ss.
sof. iyalTo
9 km. samanqane
13.       
kondamianis eklesia
VI_VII ss.
sof. kisisxevis maxloblad
8 km. samanqane, fexiT savali _600 m
14.       
kondolis naTlismcemlis eklesia
VI s.
sof. kondoli
15 km samanqane
15.       
axateli
XVII_XVIII ss.
sof. ruispiri
14 km. samanqane
16.       
safarisas eklesia
XII s. II nax.
sof. winandali
15 km. samanqane, fexiT savali _600 m
17.       
safarisas eklesiis samreklo
XVI s.
sof. winandali
15 km, samanqane, fexiT savali _ 600 m
 
 
მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში არსებული ორი მუზეუმის (ა. ჩუბინიშვილის სახელობის და წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის) მუშაობის აყვანა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე, რაც ხელს შეუწყობს სამუზეუმო ტურიზმის განვითარებას.
 
თელავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმრო.
 
 
ენოთეკა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში (წინანდალი)
 
როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში (დაარსდა 1886 წელს) აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. დაცულია 70 დასახელების ღვინო, 16500 ბოთლი, აქედან 500 XIX საუკუნის, დანარჩენი - XX კოლექცია ჭავჭავაძისეულია. კოლექციის ყველაზე ძველი ექსპონატია 1814 წლის პოლონური თაფლი (საჩუქრად მორთმეული ქართული ღვინოებიდან ყველაზე ძველი ღვინოა 1841 წლის საფერავი.
 
აქვეა ფრანგული ღვინოები: "ბორდო", "შატო", ესპანური - "ხერესი", "რისლენდი" კოლექციის შექმნა უკავშირდება ფრანგ მეღვინეს მასანოს, რომელიც ალ.ჭავჭავაძეს ყავდა მოწვეული.
 
საცავის წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 10-დან 14 გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. სინესტე 90%. ენოთეკა 11 ოქროს მედლის მფლობელია (სხვადასხვა საერთაშორისო დეგუსტაცია-გამოფენები).
 
 
მეფის სასახლე თელავში
 
მეფე ერეკლეს სასახლე თელავში ერთადერთია საქართველოში მეფეთა სასახლეებს შორის, რომელმაც მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა პირვანდელი სახე. ძველი ნაგებობებიდან ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი ეკლესია, სასახლე, აბანო და გვირაბი.
 
კომპლექსის შემადგენლობაში შედის აგრეთვე მის სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე მეტრის დაშორებით ცალკე მდგარი დიდი საზარბაზნე ბურჯი (დიამეტრი 14 მ.), რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება მთელს საქართველოში. ამ ბურჯზე XIX ს-ის ორმოციან წლებამდე მდგარა 7,5 მეტრის სიგრძის დიდი ყალიბის ზარბაზანი, რომელიც მეფე ერეკლე 1750 წელს ფაშა ალიხანზე გამარჯვებისას ჩაუგდია ხელთ. "ბატონის ციხის" გალავანი აგებულია რიყის ქვით და კირის დუღაბით. იგი 3 ჰექტრამდე ფართობს ზღუდავს, გალავანი მრგვალქონგურებიანია, ეზოს მხრიდან აქვს სავალი ბილიკი, დატანებული აქვს სათოფურები, ხოლო ორივე კუთხეში - ოთხი ცილინდრული ორ და სამსართულიანი კოშკები. სამხრეთის გალავანი შუა ნაწილში წინ არის გამოწეული, რათა ამ მხრიდან მომდგარი მტრის მოქმედება გაეკონტროლებინათ.
 
"ბატონის ციხის" მთელი ტერიტორია ორ - აღმოსავლეთსა და დასავლეთს ნაწილებად ყოფილა გაყოფილი. ეს მდგომარეობა შენარჩუნებულია დღესაც, მაგრამ გამყოფი გალავანი განახლებულია. "ბატონის ციხის" ტერიტორიაზე შესვლა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჭიშკრებიდან წარმოებდა. აღმოსავლეთის ჭიშკარი დგას აღმოსავლეთ სამხრეთ კოშკთან ახლოს. მის მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახია ასევე შეისრული გადახურვით, ოთხივე მხარეს ფანჯრებით, სამხრეთის კედელში დატანებული ბუხრითა და აღმოსავლეთის აივნით.
 
დასავლეთის კარიბჭე კი გალავნის ცენტრში მდებარეობს. იგი ამ გალავნის საერთო სიბრტყიდან წინაც არის გამოტანილი და გალავანზე საგრძნობლად მაღალიცაა. კარიბჭე ორსართულიანია. პირველი სართული კარია კამაროვანი გადახურვით, ხოლო ჩრდილოეთსა და სამხრეთს მხარეს აქვს მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები, კარიბჭის მეორე სართული ბაქანია, რომელიც სამი - სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხარიდან მაღალი მრავალქონგურებიანი კედლებით არის შემოზღუდული, რომელსაც ასევე სათოფურები აქვს დატანებული.
 
"ბატონის ციხის" ტერიტორიაზე არსებული ძველი ნაგებობებიდან სასახლე ყველაზე დიდია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, იგი XVII საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს აუშენებია არჩილ II და გვიან ხანებში მას ცვლილებები განუცდია. 1979-83 წლებში ჩატარებული სარსტავრაციო სამუშაოების შედეგად სასახლემ დღევანდელი სახე მიიღო.
 
სასახლის ძირითად ბირთვს წარმოადგენს "საელჩო დარბაზი", რომელსაც სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი) შემოუყვება ორსართულიანი დერეფანი. გადმოცემით, სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხის ოთახში დაიბადა და გარდაიცვალა ერეკლე II.
 
სამეფო კარის აბანო "ბატონის ციხის" ტერიტორიას ორად გამყოფ კედელზე სამხრეთის გალავნის შეერთების კუთხეშია აშენებული. იგი სასახლიდან საკმაოდ მოშორებით დგას. აბანო სრულად არ არის ჩვენამდე მიღწეული - შემორჩენილია მხოლოდ საბანაო აუზი და საქვაბე. წყლიანი იატაკის ქვეშ მოწყობილი ღუმელით ცხელდებოდა. მოსახლეობა ამ აბანოს "ერეკლეს აბანოს" უწოდებს.
 
"ბატონის ციხის" ტერიტორიაზე არსებული ორი ეკლესიიდან პატარას "არჩილის კარის ეკლესიას" უწოდებენ. მაგრამ 1979-83 წლებში ეკლესიაზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ იგი არჩილ მეფემდე ბევრად ადრე, X-XI საუკუნეებში ყოფილა აშენებული. აღმოჩნდა, რომ იგი თავდაპირველად სამნავიანი სამაფსიდიანი ბაზილიკა ყოფილა. ეკლესიის ასეთ დათარიღებას მხარს უჭერს "ბატონის ციხის" ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალაც. საქმე ისაა, რომ აქ არსებული ყველა ნაგებობა გარდა ამ ეკლესიისა, საფლავებზეა აღმართული. ეს კი მეტყველებს, რომ დღევანდელ "ბატონის ციხის ტერიტორიაზე X-XI ს-ში სასაფლაო იყო საკუთარი ეკლესიით.
 
მოგვიანებით, ჩანს, გავერანებულ სასაფლაოს ადგილას არჩილ მეფემ "ჰყო სასახლე", შემდეგ კი აქ სხვა ნაგებობაც აღუმართავთ. ეკლესიის სახელწოდება უცნობია.
 
"ბატონის ციხის" ტერიტორიაზე არსებული მეორე ეკლესია შედარებით "ახალია". იგი აუშენებია ერეკლე მეფეს "ღვთისმშობლის მიძინების" სახელზე. იგი ერთნავიანი აფსიდიანი ნაგებობაა. სამი, სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კარებებით. ფასადები შემკულია კედლის სიღრმეში ჩამჯდარი "გოლგოთიანი" ჯვრებით. სახურავის ქვეშ სათოფურებიცაა მოწყობილი, რაც ამ ნაგებობის არამარტო საკულტო, არამედ თავდაცვით დანიშნულებებზეც მეტყველებს.
 ახმეტა
ადგილმდებარეობა
ახმეტის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტნის რესპუბლიკა და თელავის რაიონი, სამხრეთით - საგარეჯოს და თელავის რაიონები, დასავლეთით - თიანეთისა და დუშეთის რაიონები, ხოლო ჩრდილოეთით - ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკები. 
რაიონის ძირითადი ტერიტორია წარმოდგენილია მთიანი რელიეფით. კავკასიონის მთიანი ქედი და მისი განშტოებანი მოიცავს ჩრდილო და ცენტრალურ მხარეს. ახმეტის რაიონი 2583 კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 3,1% შეადგენს.
ქ. ახმეტა მდებარეობს 3 მდინარის, ილტოს, ალაზნის და ორვილის შესაყარზე. ახმეტა ფაქტობრივად ორი დამოუკიდებელი სოფელი, ჟალური და უტო, ყოფილა. მათ შორის არსებული ტერიტორია თითქმის დაუსახლებელი იყო და მას ხვნა-თესვისთვის იყენებდნენ.
1959 წელს სოფელი ახმეტა გარდაიქმნა დაბად, 1966 წელს კი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად.
მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის - 174 კმ. 
მოსახლეობის რიცხოვნობა - 44 100
მათ შორის: ქალაქის - 9 400; სოფლის - 34 700
მოსახლეობის სიმჭიდროვე 1/01-2006წ. - 1 კმ2 /19.
ისტორიული წარსული
ახმეტის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება. აჯანყებას ხელმძღვანელობდა ახმეტის მკვიდრი, შემდგომში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილი.
დაახლოებით 300 წლის შემდეგ, 1924 წელს, ახმეტაში კიდევ ერთმა აჯანყებამ იფეთქა და ამჯერად საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც დიდი ბიძინას პირდაპირი შთამომავალი ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა.
ახმეტის რაიონი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად თელავის რაიონს გამოეყო 1945 წელს.
ახმეტის მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებისგან გამორჩეულია ეთნიკური მრავალფეროვნებითაც. აქ კომპაქტურად დასახლებულნი არიან ქისტები და ოსები, მარტო პანკისში ქისტების 6 სოფელია, ოსური სოფლები კი გაბნეულია რაიონის მთელ ტერიტორიაზე, მათი რაოდენობა სულ 14-ია.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საქართველოს მთიანეთიდანაა მიგრირებული (თუშეთის, ფშავი, ხევსურეთი, რაჭა).
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2500-მდე ისტორიული ძეგლია დაფიქსირებული. მათ შორის საყოველთაოდ ცნობილია ალავერდის საკათედრო ტაძარი, რომელიც აშენდა მე-11 საუკუნეში, ციხე-ქალაქი კვეტარა (მე-10 საუკუნე), თორღვა პანკელის ციხე (მე-9-მე-12 საუკუნე) და მატნის ცხრაკარად წოდებული ეკლესია, რომელიც მე-4 საუკუნეს განეკუთვენბა.
ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსები
ახმეტის რაიონში სოფლის მეურნეობის 3 ძირითადი დარგი იყო განვითარებული: მემინდვრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა. ამჯერადაც ეს დარგებია პრიორიტეტული.
ბუნებრივი რესურსებიდან პირველი ადგილი უკავია ძვირფასი ჯიშის სამასალე ტყეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ვეძებთან, ციხე-ქალაქ კვეტარის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ნავთობის დიდი საბადო.
ილტოსა და ალაზნის ხეობებზე არსებობს მარმარილოს ქვის რამდენიმე სახეობის მდიდარი საბადო. ახმეტა მდიდარია სამკურნალო წყლებითაც (თორღვას აბანო, ხევისჭალის გოგირდოვანი წყლები, ბაკანას ტალახი).
ახმეტაში ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მაღალგანვითარებული და მომგებიანი იყო მევენახეობა. ვენახების ფართობები 5000 ჰა აღემატებოდა, საიდანაც უმაღლესი ხარისხის სამარკო ღვინოების საწარმოებლად 30-40 000 ტ ყურძენი ბარდებოდა ღვინის ქარხნებს. მომგებიან დარგად ითვლებოდა საკონსერვო მრეწველობაც. ახმეტის საკონსერვო ქარხანა ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტ პირობით ქილა კონსერვსა და მურაბას აწარმოებდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ახმეტურ კაკლის მურაბაზე დიდი მოთხოვნილება იყო ინგლისიდან და იაპონიიდან.
განვითარებულია მეცხოველეობა, კერძოდ მეცხვარეობა. გასული საუკუნის მე-2 ნახევარში თუშური ცხვრის ფარები 100 ათას სულს აღემატებოდა. საყოველთაოდაა განთქმული თუშური ცხვრის ყველი.
ახმეტის მუნიციპალიტეტი მდიდარია წყალუხვი მდინარეებით, რაც შესაძლებლობას იძლევა მცირე ჰესების ასაშენებლად. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საამისოდ ყველა მდინარეს შესანიშნავი ბუნებრივი მდებარეობა და პირობები გააჩნია.
ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებას ახმეტის მუნიციპალიტეტში. თუშეთის მთაინეთში ტურიზმი დღითიდღე ფართო მასშტაბებს იძენს, შენდება სასტუმროები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალი, სადაც დაცულია ათასწლოვანი ათასწლოვანი უთხოვარისა და ძელქვის ტყის კორომები.
ინფრასტრუქტურა და მომსახურება

ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალაქისა და სოფლის გზები კეთილმოწყობილია. მოწესრიგებულია სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და შიდა ქსელები. ქ. ახმეტის გარეგნული იერსახე მნიშვნელოვნად დახვეწილი და მოვლილია.
"გურჯაანი
ადგილმდებარეობა
გურჯაანი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 415 მ-ზე, ქალაქ თბილისიდან 96 კმ-ზე.
ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ალაზნით გამოეყოფა ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებს, ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება თელავის, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით სიღნაღის რაიონები.
გურჯაანის ფართობი 849,2 კმ-ია. გურჯაანის რაიონში შედის 1 ქალაქი და 28 სოფელი.
ისტორიული წარსული
არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული; 1965 წელს აქ აღმოჩენელია ქვის ხანის ადამიანის სადგომი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ისე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში. ისტორიული დასახლება მრავალი ბრძოლის მოწმეა: განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის 1812 წლის გლეხთა აჯანყება, რომელიც მიმართული იყო რუსეთის თვითმპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ბრძოლა აჯანყებულებსა და მეფის ჯარებს შორის სოფელ ჩუმლაყში ე.წ. "ფაფრისხევის" მინდორზე მოხდა. 4000 გლეხი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.
"გურჯაანის" სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა "გურჯ" თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო  "გურჯაანი" - ქართველთა სადგომს. შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი ფორმა. 1757 წელს შედგენილ "განწესებაში თეიმურაზ მეორისა საჭერემლო სამწყსოს მიბარების შესახებ" გურჯაანი მოიხსენიება გურჯანად.
1917 წლამდე ახლანდელი გურჯაანის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, ხოლო 1921 წლამდე თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან ის ჯერ კახეთის ოლქის, შემდეგ გურჯაანის რაიონის შემადგენლობაში შევიდა და შესაბამისად ჯერ საოლქო, შემდეგ დამოუკიდებელი რაიონული და სარკინიგზო კვანძი გახდა. 1934 წლიდან სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით შეიქმნა ქალაქი გურჯაანი.
კახეთის რეგიონში გურჯაანი ორ დასახლებულ პუნქტს ეწოდება - ქალაქსა და სოფელს და ისინი ერთმანეთის გვერდითაა.
ისტორიული ძეგლები
გურჯაანის რაიონში მდებარეობს ქვეყნის მასშტაბით ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისშობლის მიძინების ორგუმბათოვანი ეკლესია, ამაღლების კომპლექსი, კარდენახის საბა-განმწმენდელის სახელობის ეკლესია, ჭერემის, ვაჩნაძიანის და ზეგაანის ისტორიული ძეგლები. 
გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ორგუმბათოვანი ეკლესია
მე-8-მე-9 საუკუნეებში აშენდა უნიკალური ორგუმბათიანი ეკლესია, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში. იგი სოფ. გურჯაანიდან 2 კმ-ს სავალზე, მოშიშვლებულ მინდორზეა და სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მთიანი ფერდობებითაა შემოფარგლული. ყველაწმინდის ეკლესია ნაშენია ჭერემის ხეობიდან ჩამოტანილი რიყის ქვით, ყვითელი შირიმით და აგურით. ეკლესიის სიმაღლე გუმბათის წვერამდე 13,5 მეტრია. ეკლესიის შეიდა სივრცე ბოძებით გაყოფილია ნავებად და ორსართულიანია. სამხრეთით ეკლესიას აქვს მთავარი კარი, რომელის პირდაპირ რამდენიმე ნაბიჯზე არის მიწისქვეშა ოთახი, რომელიც გვირაბით უკავშირდება ვეჯინის ამაღლების კოპმლექსს. ეკლესიაში საკურთხეველთან დგას ქვის ცხვარი, რომელიც ზემოთაღნიშნულ გვირაბშია ნაპოვნი.

ყოვლადწმინდა შეკეტებულია მე-17 საუკუნეში, შაჰ-აბასის გამანაგურებელი შემოსევების შემდეგ.

შუა საუკუნეებში ყოვლადწმინდის ეკლესია სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა, რასაც მოწმობს ეკლესიის ეზოში შემორჩენილი ბერების სენაკებისა და სხვა სამეურნეო ნაგებობების კვალი.

1845 წელს მონასტერი დაცარიელდა: ბერები ხირსის მონასტერში გადავიდნენ, ხოლო სიწმინდეები ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადააბრძანეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ერთადერთი ორგუმბათოვანი ეკლესიაა მართლმადიდებლურ სამყაროში. იგი მსოფლიო არქიტექტურის შედევრს წარმოადგენს.
ამჟამად მონასტერი მოქმედია და იქ ბერები მოღვაწეობენ. ტაძრამდე მიდის სამანქანო გზა.
სოფელ ვაჩნაძიანის ისტორიული ძეგლები
სოფელ ვაჩნაძიანში 36 ისტორიული ძეგლია. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნა ისეთი სოფელი, სადაც ამდენი ისტორიული ძეგლი შეიძლება იყოს.
ვაჩნაძიანში მდებარეობს გარდამავალი ხანის ქართული არქიტექტურის ბრძყინვალე ძეგლი, ყველაწმინდის გრანდიოზული ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი (მე-9 საუკუნე). ტაძარი სოფლიდან 8 კმ-ითაა დაშორებული. მის მახლობლად, მაღალ კონცხზე მდებარეობს წმინდა სამების მცირე ეკლესია (მე-6 საუკუნე), რომლეშიც შემორჩენილია ფრესკები.
ვაჩნაძიანში მე-6-მე-9 საუკუნეების სხვა მნიშვნელოვანი ძეგლებიცაა შემორჩენილი ძირითადად სოფლიდან 3 კმ-ის დაშორებით.
ამაღლების კომპლექსი
ვეჯინის ციხე-სიმაგრე პირველად მოიხსენიება "ქართლის მატიანეში" მე-10 საუკუნის დასაწყისში, როგორც ჰერეთის სიმაგრე.
ციხე აღმართულია მთის მწვერვალზე. იგი აკონტროლებდა და ჰკეტავდა მთაზე გადასასვლელ გზას. ვეჯინის ციხე ორი ნაწილისგან შედგება: ზედა ციხე ანუ ციტადელი და ქვედა ციხე.
ზედა ციხეში, ციტადელის გალავნის შიგნით განლაგებულია: კოშკი, ღვთაების ამაღლების  და წმ. მარიამის სახელობის ეკლესიები. აქვე დგას კახეთში უძველესი, მე-15 საუკუნის, სამრეკლო.
ქვედა ციხის ტერიტორიაზე დგას გენერალ სიმონ შალიკაშვილის მე-19 საუკუნის ეკვდერი.
ამჟამად ამაღლების ლავრაში ბერ-მონაზვნები მოღვაწეობენ.
ჭერემის ისტორიული ძეგლები
სოფელი ჭერემი  გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე.
ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-5 საუკუნეში ჭერემი მეფე ვახტანგ გორგასალს დაუარსებია და უბოძებია ტახტის მემკვიდრე დაჩისთვის. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია და ჭერემი იქცა კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად.
მე-5 საუკუნის ბოლოს (502 წელს) სპარსელებმა შემუსრეს ქალაქ ჭერემი. მისი შემდგომი ბედის შესახებ ისტორიული წყაროები არაფერს მოგვითხრობენ. ჭერემმა დაკარგა პოლიტიკური ცენტრის სტატუსი და იგი ასრულებდა რელიგიური ცენტრის როლს მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე.
1757 წელს დაღესტნელი ფეოდალების მიერ ჭერემის დარბევის შემდეგ, საჭერემელო ეპარქია გაუქმდა, მისი მამულები დაუნაწილდა ალავერდის, ბოდბის და ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსები

  1. ახტალა
ახტალა ფსევდოვულკანური ტალახის საბადოა. ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. იგი მდებარეობს ქალაქ გურჯაანში, თბილისიდან 120 კმ-ში. იგი ზღვის დონიდან 412 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ტაფობი, სადაც ტალახი ამოდის, რუხი ფერისაა. ტაფობის ფსკერზე მოთავსებულია შვიდი მთავარი კრატერი. ახტალის ტალახი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან: ტალახის ხსნარი, კრისტალური ნაწილი და კოლოიდური კომპლექსები. ტალახის ხსნარი წაროადგენს იოდ-ბრომ-ქლორ-ნატრიუმიან წყალს, მისი კრისტალური ნაწილი ბროლის და კალციუმის ნაწილაკებისგან და  წმინდა თიხოვანი სტრუქტურა აქვს, კოლოიდური კომპლექსშ შედის ბორის მჟავა, იოდი, ბრომი. ტალახის ხსნარის ვულკანების გაზში აღმოჩენილია იშვიათი გაზები: არგონი და ჰელიულმი.
ახტალის ტალახს მრავალგზის სამკურნალო თვისებები გააჩნია და ამ უნიკალური თვისებების გამო აქ 1924 წელს აშენდა ტალახის სამკურნალო კოტეჯები. 1931-1932 წლებში აგებულ იქნა სანატორიუმი, ხოლო 1935 წელს ამ კომპლექსს დაემატა ორსართულიანი კეთილმოწყობილი პოლიკლინიკა.

  1. ეკონომიკის წამყვანი დარგები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კაჭრეთის წისქვილკომბინატი და ნაყინის მწარმოებელი ქარხანა.
ინფრასტრუქტურა და მომსახურების სფერო
გურჯაანში ფუნქციონირებს სასტუმრო "რები" და "გურჯაანი", აქვეა ბავშვთა სანატორიუმი "ოქროს ველი" და სანატორიუმი "ალაზანი". გურჯაანის მუნიციპალიტეტშია ეროვნული მასშტაბის მუზეუმები: მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, შალიკაშვილების სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, აკადემიკოს ივ. ბერიტაშვილის მუზეუმი სოფელ ვეჯინში, ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმი სოფ. გურჯაანში, ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი და იოსებ ნონეშვილის მუზეუმი სოფ. კარდენახში.
ბატონის ციხის" კომპლექსში შედის გვირაბიც, რომელიც ჩრდილოეთის სექტორშია მოთავსებული. ეს არის ქვითკირით აგებული წყაროსთან ჩასასვლელი გვირაბი.
ყვარელი
ადგილმდებარეობა
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებს და ალაზნის ვაკის ნაწილს. უჭირავს 1000,8 კმ2 ფართობი. ყვარლის რაიონს სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მდინარე ალაზანი, ჩრდილოეთიდან - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით - ლაგოდეხის რაიონი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთ თელავის რაიონი.
მთავარ სამდინარო არტერიას წარმოადგენს მდინარე ალაზანი მარცხენა შენაკადებით: ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, შოროხი, აფნისწყალი, არეში. ტერიტორიანი თითქმის 45 %-მდე მთიანია, ვაკეს უკავია 45 %.  ვაკე ნაწილში დიდი ნაწილი უჭირავს თიხნარ ნიადაგს.
ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე სამი დიდი მოცულობის ხელოვნური წყალსაცავია. მათგან პირველი, "ყვარლის ზღვა" 1962-65 წლებში შეიქმნა რაიონის მოსახლეობისა და სპეციალისტების ენთუზიაზმის წყალობით ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთებით შემოსაზღვრულ ტაფობში. წყალსაცავის სიღრმე 10 მეტრია, სიგრძე 2 კმ, ხოლო სიგანე საშუალოდ 300 მეტრს აღწევს. წყალსაცავს 40 ჰა უკავია და თავის დროზე ის კეთილომოწყობილ კულტურული დასვენების კერას წარმოადგენდა მთელი კახეთისთვის.
ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 22 სოფელია. რაიონული ცენტრი, ქ. ყვარელი, მდებარეობს დურუჯისა და ბურსის შუაწელში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე. თბილისიდან დაცილებულია 134 კმ.
ყვარლის რაიონი საქართველოს სხვა რეგიონებს ძირითადად საავტომობილო მაგისტრალებით უკავშირდება.
მოსახლეობა
ხვ. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კმ-ზე შეადგენს 40 კაცს.
ისტორიული წარსული 
ისტორიული წყაროებითა და არქეოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობდა უძველესი დასახლებები. აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია დღევანდელი შილდისა და ენისლის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც გვიან ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, ხოლო ძველი გავაზის (ამჟამად ახალსოფელი), ბალღოჯიანისა და გრემის ტერიტორიაზე მოპოვებულია ანტიკური ხანის საოჯახო და საომარი ნივთები. გრემ-ნეკრესის მიდამოებში მდებარეობდა უძველესი საკულტო ნაგებობები. ამ მხარის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ნეკრესი, სადაც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი 13 ასურელი მამათაგანი, წმინდანად შერაცხული აბიბოს ნეკრესელი.
ნეკრესი და მისი შემოგარენი ნაშთია იმ უძველესი ისტორიული ქალაქისა, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" მრავალჯერ არის ნახსენები, როგორც "ნელქარისა ნეკრესი". ისტორიული წყაროებით ნეკრესის დაარსება მიეწერება მეფე ფარნაჯომოს ძველი წელთაღრიცხვის 11 საუკუნეში. აქ მრავალი ნაშთია იმისა, რომ ქალაქი ნელქარისა ანუ ნეკრესი გაშენებული ყოფილა მდინარე "სასახლის ხევის" პირზე.
მე-15-მე-16 საუკუნეებში თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია კახეთის სამეფომ, რომლის სატახტო ქალაქი ამ პერიოდში იყო გრემი. გრემის უნიკალური ციხე-სიმაგრე მთვარანგელოზის ეკლესიით, ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევები, არქეოლოგიური მასალა და ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ეს იყო ფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი. აქ მე-15 საუკუნიდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს. გემზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები.
მიუხედავად იმისა, რომ გრემი კახეთის დედაქალაქი იყო, მის ისტორიაზე, ცხოვრებაზე და გარეგან სახეზე საკმაოდ ძუნწი ცნობებია შემორჩენილი. თუმცა შემორჩენილი ნაგებობები და არქეოლოგიური მასალა ადასტურებს ქალაქის სიძლიერეს და მნიშვნელობას. 1614-1616 წლებში ირანის შაჰის შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების დროს გრემი სასტიკად ააოხრეს და ნანგრევებად აქციეს. მას შემდეგ გრემმა, როგორც კახეთის სატახტო ქალაქმა, ცოტა ხანს კიდევ იარსება, მაგრამ ძველი დიდება ვეღარ დაიბრუნა. 1667 წელს სატახტო ქალაქისთვის უსაფრთხო ადგილი მოინახა და მეფე არჩილმა კახეთის დედაქალაქად თელავი აირჩია, რომელიც შედარებით დაცული იყო დაღესტნელ ფეოდალთა გამუდმებული თავდასხმებისგან.
კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - ყვარელს, მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. მრავალი წყაროებითა და არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ აქ არსებობდა მნიშვნელოვანი დასახლებები.
ყვარლის დაარსებასა და წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მეფეს დურუჯის ჭალებში ნადირობისას მოსწონები მისი შემოგარენი, განსაკუთრებით კი ის ადგილი, სადაც ახლა ყვარელია გაშენებული და უბრძანებია: "ეს საყვარელი ადგილია და სოფელი უნდა გაშენდესო".
ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ყვარლის ახლანდელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში (IV საუკუნეში) ჩამოსახლდნენ მთის ფშავლები სოფელ ყვარადან; ყვარადან ჩამოსახლებულებს ყვარელები შეარქვეს და ეს სახელი დასახლებასც შერჩა. შემდგომში ამ სახელწოდებამ სინტაქსური ცვლილება განიცადა, შეიკვეცა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტოპონიმი ყვარელი.
ყვარლის რაიონი არაერთი გამოჩენილი პიროვნების და ცნობილი მამულიშვილის სამშობლოა. გენიალური მამულიშვილი, დიდი ილია ჭავჭავაძე, ქართული თეატრის რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი, ქართული თეატრის მშვენება მაკო საფაროვა-აბაშიძისა, გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიშვილი, პუბლიცისტი არჩილ ჯორჯაძე, საზოგადო მოღვაწე ლადო აღნიშვილი, კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები თამარ ჭავჭავაძე და დოდო ჭიჭინაძე, მხატვრები ვალერიან სიდამონ-ერისთავი და ვახტანგ ჯაფარიძე, მწერალი ილია ზურაბიშვილი და სხვანი ყვარლის მადლიანი მიწის შვილები არიან.
ისტორიული ძეგლები
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოფენილია მეტად საინტერესო და უძველესი წარსულის მქონე ისტორიული ძეგლებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნეკრესის მონასტერი (IV-XVII საუკუნეები), სადაც დღემდე შემორჩენილია საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, IV საუკუნის ქრისტიანული სალოცავი. ნეკრესი, როგორც კულტურული და რელიგიური ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადრეულ და შუა საუკუნეების ეპოქაში.
არა მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სიძველის ძეგლია შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის, გრემის ისტორიული ნაქალაქრის ტერიტორია, დღემდე შემორჩენილი საკულტო ნაგებობებითა და მთავარანგელოზთა ეკლესიის დიდებული ტაძრით.
ქ. ყვარელში დღემდე კარგადაა შემონახული XVI-XVII საუკუნეების ციხე-გალავანი, რომელთანაც საქართველოს ისტორიული წარსულის და ძნელბედობის მნიშვნელოვანი მოვლენებია დაკავშირებული.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსები
მუნიციპლიტეტის ძირითადი ბუნებრივი სიმდიდრეა ფოთლოვანი ტყის ძვირფასი მერქანი (წაბლი, წიფელი, იფანი, მუხა), რომელიც ძირითადად მთიან ზონაშია განლაგებული და უკავია რაიონის საერთო ფართობის ნახევარზე მეტი (55 ათასი კმ2).
აქვე უნდა აღინიშნოს ყურძნის უნიკალური მიკროზონა "ქინძმარაული", რომელიც საყოველთაოდ ცნობილი სამარკო ღვინის "ქინძმარაულის" ადგილის დედას წარმოდგენს.
სასარგებლო წიაღისეულიდან უნდა აღინიშნოს კირქვის საბადოები, რომლითაც მოფენილია რაიონის თითქმის მთელი ტერიტორია და ოდითგანვე წარმოადგენდა ძირითად სამშენებლო მასალას.
რაიონში ასევე კარგად იყო განვითარებული სამშენებლო აგურისა და კერამიკული ნაკეთობების წარმოება არსებული მაღალი ხარისხის თიხის საბადოების საფუძველზე, რომლის მარაგიც ფაქტიურად ამოუწურავია.
სამშენებლო მასალების საბადოებიდან აღსანიშნავია მაღალხარისხიანი ფიქალი სოფ. საბუის ჩრდილოეთით.
მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში არის საკმაოდ მაღალხარისხოვანი მარმარილოს საბადოები.
მდინარე დურუჯის ჩამონატანი ინერტული მასალები - მაღალი ხარისხის ქვიშა და ლამი გამოირჩევა მაღალი წებოვნებით საუკეთესო მასალაა, როგორც ცემენტის, ისე წვრილი საკედლე ბლოკისა და სხვა სამშენებლო მასალების წარმოებისთვის.
ყვარლის მუნიციპალიტეტი მდიდარია ჰიდრორესურსებით. აქ არის ასევე უამრავი სამკურნალო წყალი და ჟანგბადით გაჯერებული ჯანსაღი საკურორტო ზონები, რომლებიც ჯერ-ჯერობით აუთვისებელია.
ეკონომიკის წამყვანი დარგები
ყვარლის მუნიციპალიტეტი ტიპიური მიწათმოქმედების რეგიონია, სადაც პრიორიტეტული როლი ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას უკავია, ხოლო წამყვანი დარგია მევენახეობა, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული მიმართულება, რომელიც იძლევა მთელი სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან მიღებული შემოსავლის 80 %.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკავია 35.945 ჰა, აქედან სახნავი  ფართობია 16. 449 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 6209 ჰა, საძოვრები 13.287ჰა.
მევენახეობასთან ერთად კარგად არის განვითარებული მარცვლეულის (ხორბალი, სიმინდი) წარმოება, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა.
რაიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ხვედრითი წილით გამოირჩევა მრეწველობა და მათ შორის ღვინის ქარხნები. 36 სამრეწველო საწარმოდან 19 ღვინის ქარხანაა. მნიშვნელოვანი ტემპით გაიზარდა წარმოებული ღვინის მოცულობა 2000-2005 წლებში.
ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი პურის, საკონდიტრო ნაწარმის, უალკოჰოლო სასმელების წარმოება, სამშენებლო მასალების და კერამიკული ნაწარმის გამოშვება.
განვითარებულია ხის გადამამუშავებელი მრეწველობა. 
ინფრასტრუქტურა და მომსახურების სფერო
ყვარლის მუნიციპალიტეტში საკმაოდა კარგადაა განვითარებული სატრასპორტო მიმოსვლა. სახელმწიფო გზების საერთო სიგრძე მუნიციპალიტეტში შეადგენს 165 კმ-ს, ხოლო შიდა-რაიონული გზების სიგრძეა 124 კმ.
ყვარელში ფუნქციონირებს ერთი კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო, 2010 წლისთვის იგეგმება ორი ახალი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გასართობი ცენტრებითა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებით.
ქ. ყვარელშია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.
დედოფლისწყარო
ადგილომდებარეობა 
დედოლისწყაროს მუნიციპალიტეტს, რომლის ფართობია 2532 კვ2, კახეთის ტერიტორიის 22 პროცენტი უჭირავს. იგი მდებარეობს მდ. ალაზნის ველსა და მდ. იორის კალაპოტებს შორის ამაღლებულ ზეგანზე, რომლის უმდაბლესი წერტილი (90 მ ზღვის დონიდან) იმყოფება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდ. იორის შესართავის მახლობლად, ხოლო უმაღლესი წერტილი, მთა ნიკორასციხე (1001 მ ზღვის დონიდან) ქ. დედოფლისწყაროს სამხრეთითაა.
მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ვაშლოვანის ნაკრძალი, რომლის ფართობი 10 000 ჰექტარს აღემატება. ნაკრძალის ტერიტორიაზე არის რამდენიმე პერიოდულად შრობადი მდინარე. ეს ტერიტორია გარშემორტყმულია მთებით. ნაკრძალის დასავლეთით მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოშ ყველაზე დაბალი ადგილი - ელდარის დაბლობი (90-150 მ).
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალური და ჩრდილო ნაწილი ძირითადად სახნავ-სათეს მიწებს, ვენახებს, ბაღებსა და სხვა სავარგულებს უჭირავს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილოეთით - სიღნაღის მუნიციპალიტეტი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი და 15 სოფელი.
ისტორიუილი წარსული
უძველესი დრიოდან დღევანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის �კამბეჩოვანის შემადგენლობაში. ის თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ისტორიას და ხან კახეთის და ხან ჰერეთის სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. თავისი ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გამო ამ მხარეში დიდი ხნის წინ ცხოვრება ჩქეფდა, რასაც ადასტურებს უამრავი ისტორიული ძეგლი, არქეოლოგიური მასალა, ნასახლარები მოკირწლული ქუჩებითა და ხელოვნური სარწყავი სისტემით.
მე-17- მე-18 საუკუნეში კამბეჩოვანში თითქმის 70-80 ათასი კაცი ცხოვრობდა, მის მთავარ ქალაქ ხორნაბუჯში კი - დაახლოებით 10-15 ათასი. მე-12 საუკუნეში, თამარის მეფობის ხანაში, ციხე-ქალაქი განსაკუთრებით გაძლიერებულა და ჩაბმული ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობებში.
ქიზიყში ახლაც ცოცხლობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც თამარ მეფეს თავის მეუღლე დავით სოსლანთან ერთად ეწვია კამბეჩოვანს და ორი კვირა იცხოვრა ხორნაბუჯში. მთის წვერზე კამკამა წყარო მოჩუხჩუხებდა. დედოფალს წყალი ოქროს თასით დაულევია და ისე მოსწონებია, უბრძანებია წყალი ციხისთვის დაეახლოვებინათ ისე, რომ არ მოეშალათ მისი პირვანდელი სათავე. იმავე წელს ეს წყაროს წყალი თიხის მილებით ხორნაბუჯის ციხის მახლობლად მიუყვანიათ და სახელად დედოფლისწყარო უწოდებიათ და ეს სახელი იქ გაშენებულ დაბაზე გადავიდა მოგვიანებით. მთის წვერზე კი დღესაც გადმოჩუხჩუხებს �თამარის წყარო.
ისტორიული ძეგლები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების სიმრავლით.
ხორნაბუჯი მე-3-მე-4 საუკუნეების კლდეზე ნაგები ციხე-ქალაქია. იგი მაღალი კლდის მასივზე მდებარეობს, აქ შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები, მათ შორის: წყალსაცავის და კარის ეკლესიის ნაშთებიც. 1858 წელს აქ გაიარა ალექსანდრე დიუმამ და აღწერა ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი და ელიას მთა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთით აღმართულია ორმწვერვალიანი (�უნაგირა) მთა. მისი ორივე მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას. ეს არის წმინდა ელიას ცნობილი სამლოცველო, რომელსაც ძველთაგანვე დიდ პატივს სცემდა დედოფლისწყაროს და მთელი ქიზიყის მოსახლეობა. ტაძარი აღდგენილია და ამჟამად მოქმედია.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბუნებრივ რესურსებს წარმოადგენს ნავთობი და კირქვა.
სამრეწველო საწარმოებიდან უნდა აღინიშნოს სს არწივის ხეობა, რომელსაც შეუძლია დაახლოებით ნახევარი მილიონი ტონა კირქვის წარმოება წელიწადში. კირქვას აწარმოებს ასევე შპს რუსთავცემენტი და შპს  კალციტი�.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნავთობის მარაგის დაზვერვისა და მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს ფრონტერა ისტერნ ჯორჯია�.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მემინდვრეობა და მეცხოველეობა. მემინდვერეობიდან განსაკუთრებით განვითარებულია მარცვლეული კულტურების წარმოება და გადამუშავება, ხოლო მეცხოველეობიდან მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება და რძის გადამუშავება.
მუნიციპალიტეტში სახნავი მიწის ფართობი 47 040 ჰა-ს შეადგენს და ყოველწლიურად მარცვლეული და ტექნიკური კულტურები ითესება.
ინფრასტრუქტურა და მომსახურების სფერო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამჟამად მიმდინარეობს ქალაქის და სოფლების დამაკავშირებელი გზების  და სასმელი წყლის შიდა ქსელების ინტენსიური მშენებლობა-რეაბილიტაცია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 60% გაზიფიცირებულია.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო პარკის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მოხდა საოჯახო სასტუმროების ქსელის შექმნა.
საგარეჯო
ადგილომდებარეობა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი (ისტორიული გარე კახეთი) მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან გურჯაანის, დასავლეთიდან გარდაბნის, ჩრდილოეთიდან კი თიანეთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამხრეთის საზღვარი აზერბაიჯანს ემიჯნება.
მუნიციპალიტეტის ცენტრია ქ. საგარეჯო, რომელიც ქ. თბილისიდან აღმოსავლეთით 45 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქი ზღვის დონიდან 772 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს 1553.69 კმ2. მუნიციპალიტეტის რელიეფი ხასითდება მთაგორიანი ზეგანით, რომელსაც კვეთს მდინარე იორი. აქ ჰავა ზომიერი კონტინენტურია, ნალექების რაოდენობა მერყეობს 500-დან-700 მილიმეტრამდე. უმაღლესი მწვერვალია მთა "ცივი" (ზღვის დონიდან 1991 მეტრი).
ისტორიუილი წარსული
ამ კუთხეს გეოგრაფიულად ივრის ხეობა ჰქვია, ისტორიულად "კუხეთი".
საგარეჯოს უძველესი სახელწოდებაა "თვალი" ანუ "თუალი", რაც მას თავისი ბუნებრივი სილამაზის გამო შეარქვეს.
"თვალი" მე-14-15 საუკუნეებში ქართველ მეფეებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისთვის შეუწირავთ, რის გამოც უკვე მე-17-18 საუკუნეებიდან იწოდებოდა "თვალ�საგარეჯოდ" (გარეჯოს საკუთრებაში არსებული "თვალი"). მე-19 საუკუნიდან ეს მხარე იწოდება საგარეჯოდ.
საგარეჯოს ტერიტორიაზე გადაიარა სხვადასხვა ისტორიულმა ქარტეხილმა: 502 წლის უჯარმის ომი, 1263-65 წლებში მონღოლთა თარეში, 1399 წლის თემურ-ლენგის მე-5 ლაშქრობა, 1614-1616 წლებში შაჰ-აბასის ჯარების გამანადგურებელი შემოსევები. ბოლო დიდი ომი საგარეჯოს ტერიტორიაზე 1800 წლის 7 ნოემბერს მოხდა, როცა რუს-ქართველთა შვიდიათასიანმა ლაშქარმა ომარ ხანის 20 ათასიანი ჯარი გაანადგურა.
მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, საგარეჯო შედიოდა თელავის მაზრაში (1829-1928). საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1928 წელს საგარეჯო გამოეყო თელავის მაზრას და შექიმნა კერ გარე-კახეთის რაიონი, ხოლო 1930 წელს საგარეჯოს რაიონი.
ისტორიული ძეგლები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს ქვეყნის მასტაბით ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი, უჯარმის ციხე-ქალაქი, ნინოწმინდის დედათა მონატერი, ხაშმის სამება, კაწარეთის მამათა მონასტერი, მანავის, ჩაილურის, ხაშმის და პატარძეულის ციხე-სიმაგრეები. ეს ძეგლები მე-5-მე-18 საუკუნეებით თარიღდება.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგებია: ღვინის, ქათმის/კვერცხის და აგურის წარმოება.
ინფრასტრუქტურა და მომსახურების სფერო
საგარეჯოში ცენტრალური საავტომობილო გზები სრულად არის მოასფალტებული.
მთლიანადაა გაზიფიცირებული ქალაქი საგარეჯო და სოფლები: ნინოწმინდა, პატარძეული და გიორგიწმინდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფილია 24 საათიანი ელ. ენერგიის მიწოდებით.
ქ. საგარეჯოში ფუნქციონირებს გასართობი ახალგაზრდული კლუბი. აქვე არის ხუთი მინი და ერთი სტანდარტული ტიპის სპორტული მოედანი. მოწყობილია სამი რეკრეაციული ზონა, არის აუზი და ჩოგბურთის კორტი.
სოფელ უჯარმაში არის სამკურნალო პანსიონატი.
საგარეჯოში არის ორი ცნობილი რესტორანი: "ძველი ეზო" და "ხალხის სახლი" თავისი სასტუმროთი და საკონფერენციო დარბაზით.
საგარეჯოში სულ სამი სასტუმრო ფუნქციონირებს.
მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 60 396 კაცი (2006 წლის მონაცემებით). საგარეჯოს რაიონის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა მრავალფეროვანია. აქ ცხოვრობენ: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, უკრაინელები, ოსები, ბერძნები, ქისტები, იეზიდები და სხვ.
საგარეჯო
ქ. საგარეჯო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომლის ხნოვანება არქეოლოგიური მონაცემებით ხუთიათას წლამდე მეტს ითვლის. საგარეჯოს მიდამოებში (ფერდოს უბანი, ადგილი კოკონაური, ლაპრიანი) აღმოჩენილია, როგორც ადრეული, ისე საშუალო და გვიანი ბრინჯაოს ნივთები.
ქალაქის სამხრეთით, სოფელ უდაბნოს სიახლოვეს, ნაომარ გორაზე აღმოჩენილი ანტიკური ქალაქის ნაქალაქარი თარიღდება მეორე და პირველი ათასწლეულებით და აქ აღმოჩენილი რკინის გამოსადნობი ქურები მეტყველებს იმაზე, რომ ეს ანტიკური ქალაქი ქართული მეტალურგიის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა.
ქალაქ საგარეჯოს ძველი სახელწოდება თვალი ყოფილა და ეს უდიდესი დასახლება განლაგებული იყო მდინარე თვალთხევის ორივე სანაპიროზე. ეს უზარამზარი დასახლება საუკუნეების მანძილზე მეზობელ სოფლებთან ერთად წარმოადგენდა დავით გარეჯის მონასტრების საკუთრებას. ამიტომ ამ მხარეს საგარეჯო მამულებს უწოდებდნენ.
XVIII საუკუნის ბოლოს საგარეჯოს ძველი სახელწოდება თვალი თანდათან დაიკარგა და ამ დასახლებას შემორჩა სახელწოდება "სა-გარეჯ-ო", რაც დავით-გარეჯის მამულების ამსახველ სახელწოდებას ნიშნავდა.
საგარეჯოს დიდი ისტორიის მაუწყებლები არიან ის ისტორიული ძეგლები, რომლებიც მდებარეობენ, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე შემოგარენში.
მდიდარი იტორიული წარსული და საკურორტო ადგილები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო საქმის განვითარების პერსპექტივას იძლევა.
ნინოწმინდა
ნინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრალი V საუკუნიდან 1811 წლამდე არსებობდა, ხოლო 1811 წელს რუსეთის კოლონისტურმა ადმინისტრაციამ გააუქმა ნინოწმინდის კათედრალი. ნინოწმინდის საეპისკოპოსოს კათერდალი კვლავ აღდგა 2002 წელს.
ნინოწმინდის ტაძარი მთელ შუასაუკუნეებში წარმოადგენდა კულტურის ცენტრს. პირველი წიგნი "მოქვევაი ქართლისაი" პირველი რედაქციის დაიწერა ნინოწმინდაში IV საუკუნეში სალომე უჯარმელისა და პეროჟავრ სივნიელის მიერ.
მანავი
მანავი ისტორიულად საერისთაოს ცენტრს და ქალაქის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა. ეს საერისთაო XIV საუკუნეში გაუქმდა. სოფელში არსებობს XI საუკუნის ციხე სიმაგრეები, მეორე ციხე მანავის ცივის მიდაომოებშია, ახლა თითქმის დანგრეული.
სოფელში არსებობს მრავალი ეკლესია, ერთ-ერთია მანავის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც აშენებულია 1794 წელს. ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
დავით გარეჯა
ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გადაჭიმულია გარე-კახეთის სამხრეთით კლდოვან მთებში 25 კილომეტრის რადიუსით, დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში ქრისტიანობის ერთ-ერთი თვალსაჩინო დამცველის მამა დავითის (დავით გარეჯელი) მიერ.
დავით გარეჯას ჰქონია თავისი აყვავებისა და დაცემის წლები. ეს სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენდა მტრის წინააღმდეგ ერთ-ერთ მძლავრ თავდაცვის ნაგებობასაც, რის გამოც აქ საუკუნეების მანძილზე უამრავი სისხლია დაღვრილი.
დავით-გარეჯას, როგორც ქართული სულიერების ცენტრს აქვს თავისი აღორძინების პერიოდი. პირველი პერიოდი იყო IX-X საუკუნეები, მეორე პერიოდი XII-XIII საუკუნეები, ხოლო მესამე პერიოდი XVII-XVIII საუკუნეები. ამჟამად მონასტერი მოქმედია და მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდერეობას წარმოადგენს.
ხაშმი
ნათლისმცემელის სამონასტრო კომპლექსი კაწარეთის სამების მონასტერი აღნიშნულ ძეგლებს ჩაუტარდათ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
უჯარმა
ციხე-ქალაქი უჯარმა თავისი ისტორიული წარსულითა და გრანდიოზულობით შეიძლება დავაყენოთ მცხეთის გვერდით. ერთ ხანს ციხე-ქალაქი წარმოადგენდა საქართველოს მეორე დედაქალაქს ( IV-VII ს). მისი დაარსება მომდინარეობს მეფე ასფატურის მეფობიდან ( III საუკუნე. ახ წ.) მემეტიანეს სიტყვებით უჯარმა განუახლებია და ხელმეორედ აუშენებია V ს-ში ვახტანგ გორგასალს.
უჯარმა X საუკუნის დასაწყისში არაბ დამპყრობლებს დაუნგრევიათ, ხოლო XII საუკუნეში უჯარმა კვლავ აღუდგენია მეფე გიორგი III-ეს (1156 - 1184წ.წ) და თავის განძთსაცავად უქცევია. ციხე-სიმაგრე აგებულია მდ. ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა იორის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს.
ბოჭორმა
შუა საუკუნეების ერთ-ერთი უძველესი და დიდი ისტორიის მქონე ციხე-სიმაგრე ბოჭორმადა ციხის გალავანში არსებული წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ციხე-კომპლექსი ბოჭორმა X საუკუნეებით თარიღდება. ციხის ყველაზე მაღალ ადგილას დგას ე.წ მეფის დარბაზი, საიდანაც ზღაპრულ სანახაობად მოჩანს მთელი ივრის ხეობა.
ციხე-კომპლექსმა ბოჭორმამ მრავალჯერ განიცადა მტრის შემოსევის სუსხი, მაგრამ იგი მრავალჯერ იქნა აღდგენილი. ბოლო აღდგენა რესტავრაცია ბოჭორმის ციხემ საუკუნეში განიცადა ერეკლე II ბრძანებით და იგი წარმოადგენდა ლეკიანობის წინააღმდეგ უდიდეს თავდაცვით ნაგებობას.
რაც შეეხება ციხის შიგნით აშენებულ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, იგი წარმოადგენდა მთელი კახეთის სალოცავს, სადაც როგორც გაზაფხულზე 6 მაისს, ისე შემოდგომობით 23 ნეომბერს იკრიბებოდნენ მლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან. ბოჭორმობა დიდ დღესასწაულს წარმოადგენდა.
ჩაილური
სოფელ ჩაილურის სამხრეთით, კახეთის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ხალხი ნიახურას ციხეს უწოდებს. ეს ციხე იყო ერთ-ერთი სამხედრო თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენებულია შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში. იგი კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას.
ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში 1801 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.
სიღნაღი
ადგილმდებარეობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს გომბორის ქედის ფერდობებს და ალაზნის ვაკეს. უჭირავს 1251.7 კმ2 ფართობი. რაიონს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაგოდეხის რაიონი და აზერბაიჯანი, სამხრეთით-დედოფლისწყაროს, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს, აღმოსავლეთით-დედოფლისწყაროს რაიონები. რაიონის ცენტრია ქ. სიღნაღი.
მუნიციპალიტეტის მდინარეთა ქსელს ქმნის იორი და ალაზანი. მდ. იორი ჰკვეთს ივრის ზეგანს სამხრეთ ნაწილში. მარცხნიდან უერთდება მდ. ოლე, მარჯვნიდან მშრალი ღელე ალანდარისხევი. მდ. ალაზანი რაიონს ჩრდილოეთით ჩამოუდის. მისი პერიოდული შენაკადებია: ოლე და დიდი ოლე. მნიშვნელოვანი ჰიდროლოგიური ობიექტია ალაზნის არხი.
სიღნაღის რაიონში სულ 2 ქალაქი და 19 სოფელია.
ისტორიული წარსული
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველსავე საუკუნეში ქიზიყი, იგივე კამბეჩოვანი იბერიის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. იგი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო. "გარნა იყო ალაზნის შესართავამდე და ვიდრე სამგორამდე"- ამბობს ვახუშტი ბაგრატიონი.
მე-13 საუკუნის 20-30 _ იან წლებში მონღოლთა გამანადგურებული შემოსევების შედეგად მდიდარი მხარე გაპარტახდა, მოსახლეობა ამ ადგილებიდან აიყარა და თავი შეაფარა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთაგორიან ადგილებს, ახლანდელი სიღნაღის ტერიტორიას.
ქალაქი სიღნაღი მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ, ლამაზ გორაზე. ქალაქი გადაჭიმულია ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე, ჩრდილო განედის 410სა და 371ზე და აღმოსავლეთ გრძედის 450სა და 551ზე. ქალაქის ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზეა. ქალაქის ტერიტორია 582 ჰა მოიცავს. ქალაქი თბილისიდან 113 კმ-ითაა დაშორებული. მას მრავალი ხევებითა და ღელეებით კლდოვანი ხასიათი ეძლევა, რაც კარგ პირობებს ქმნიდა მოსახლეობისთვის მტრისგან თავის დასაცავად. თვით სიტყვა "სიღნაღი" ნიშნავს თავშესაფარს, სანგარს.
ადრე არსებული პარატა დასახლებული პუნქტი, რომელსაც გარს ერტყა თავისი ციხე-გალავანი, 1770 წელს მეფე ერეკლე მე-2-ემ ქალაქთა სიაში შეიტანა. ამავე პერიოდში გაჩნდა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის 40 ჰა ფართობის მქონე ციხე-გალავანი, რომელსაც მთელი ქიზიყის მოსახლეობის დატევა შეეძლო. ციხე-გალავანს ჰქონდა 23 კოშკი, 8 კარი, იგი უწყვეტი იყო და ერთ-ერთი უდიდესი საქართველოს ისტორიულ ძეგლებში. დღეისათვის გალავანი თითქმის პირვანდელი სახით არის აღდგენილი და აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ავიდნენ ორიარუსიან კედლებზე და სათოფურებიდან გადახედონ დიდებულ ალაზნის ველს.
სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია თავისი მდებარეობით, არქიტექტურით. აქ ყველაფერი არაჩვეულებრივია: ციხე-გალავანი, ძველი ეკლესიის ზარები, ლამაზი სახლები უაღრესად ეროვნული, ამოჩუქურთმებული აივნები, ქართული აგურით ნაშენი სართულები, მარნები და სარდაფები. ყოველ მათგანს თავისი ისტორია, თავისი საიდუმლო და განსაკუთრებულობა გააჩნია.
მე-19 საუკუნისათვის სიღნაღის მაზრა ცნობილი იყო განვითარებული ეკონომიკით. იგი წარმოადგენდა ხელოსნობის, ვაჭრობის და კულტურის უმსხვილეს ცენტრს აღმოსავლეთ საქართველოში. ქალაქში ამქრული ხელოსნობის 20 სხვადასხვა დარგს მისდევდნენ. ქალაქის მთავარ მოედანზე განლაგებული იყო 131 დუქანი და სავაჭრო ფარდული.
სიღნაღში 1872 წლის 19 აგვისტოს გაიმართა პირველი ოფიციალური თეატრალური წარმოდგენა. სიღნაღის თეატრის სცენაზე გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც იყვნენ სანდრო ახმეტელი, ლადო მესხიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე და სხვ.
სიღნაღი იყო რიგით მეხუთე ქალაქი, სადაც ქართულ ენაზე გამოვიდა პირველი ნაბეჭდი გაზეთი "ხმა კახეთისა" 1912 წელს. გაზეთი მხარის საჭირბოროტო საკითხებზე სწერდა.
ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსები
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. სიღნაღის მუნიციპალტეტი მდიდარია ნაყოფიერი ნიადაგებით და ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყლით. რაიონის ნიადაგები ნოყიერია და მორწყვის პირობებში უხვ მოსავალს იძლევა. ტერიტორიის დიდი ნაწილი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. გომბორის ქედზე შემორჩენილია ტყეები. ძირითადი ჯიშებია მუხა და რცხილა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწის ფონდიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 90 ათას ჰა-ს, აქედან სახნავია 40 ათასი ჰა, ხოლო 50 ათასი ჰა უკავია საძოვარს. მრავალწლიანი მარგავები განთავსებულია 5800 ჰა-ზე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მცირე ოდენობით ხე-ტყის ფონდი, ასევე ე.წ. "მილარის" ტერიტორიაზე არსებობს თიხის კარიერები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს მარმარილოს კირ-ქვის კარიერიც.
ინფრასტრუქტურა და მომსახურება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმებიდან მნიშვნელოვანია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ვანო სარაჯიშვილი, სანდრო მირიანაშვილის, ახმეტელის მუზეუმები. ეს ობიექტები თანამედროვე მოთხოვნის დონეზეა აყვანილი.
Free Web Hosting